თანხის დაზოგვის 3 მარტივი გზა

რა არის თქვენი მიზანი 2017 წელს? მანქანის ან ბინის შეძენა, განათლებაზე ზრუნვა თუ უბრალოდ კარგად დასვენება? ალბათ, აცნობიერებთ, რომ ნებისმიერი მათგანის განხორციელებას გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება. კარგი იქნება, თუ მიზნის მისაღწევად თქვენი ყოველთვიური შემოსავლიდან გარკვეულ თანხას დაზოგავთ. საბოლოო ჯამში კი, შესაძლოა მიზნის მისაღწევად ძალიან მცირე თანხის დამატება დაგჭირდეთ.

განაგრძეთ კითხვა “თანხის დაზოგვის 3 მარტივი გზა”

რა უნდა დავგეგმოთ ახალ 2017 წელს?

money-matters

ყველა ჩვენგანი ახალ წელს გარკვეული გეგმებით და მიზნებით ხვდება. ამ დროს მნიშვნელოვანია ფინანსები სწორად გადავანაწილოთ, რომ თანხა იმაზე მეტი არ დავხარჯოთ, რაც გათვალისწინებული გვქონდა. ამიტომ, კარგი იქნება თუ თქვენს მიზნებს წლის დასაწყისში ჩამოწერთ და მისი განხორციელებისთვის ყოველდღიურად მცირე ნაბიჯს მაინც გადადგამთ.

 

თუ თქვენი მიზნები უკვე სწორად განსაზღვრეთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება გამოგრჩათ რამე, მაგალითად:

განაგრძეთ კითხვა “რა უნდა დავგეგმოთ ახალ 2017 წელს?”

ბიზნეს ეტიკეტი

business-etiquette

ბიზნეს ეტიკეტი არის პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობისა და ქცევის წესები, რომელიც ცოტათი მაინც განსხვავდება სოციალური ქცევის ეტიკეტისგან. ეტიკეტი მოიცავს ისეთ წესებს, რომელიც ბიზნესის სფეროში თქვენი წარდგენისთვის გჭირდებათ და სამომავლოდ, შესაძლოა დიდი როლი თქვენი ბიზნესის წარმატებაზეც იქონიოს.

 

მწერალი ბარბარა პეჩტერი, საკუთარი წიგნიდან “ბიზნესის საფუძვლები”, რამდენიმე წესს გვიზიარებს:

განაგრძეთ კითხვა “ბიზნეს ეტიკეტი”

როგორ მოვითხოვოთ ხელფასის მომატება?

ხელფასის მატება

ყველა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ იმაზე მეტ ანაზღაურებას იმსახურებს, ვიდრე ახლა აქვს. ხელმძღვანელისათვის ამის დადასტურება კი  სულაც არაა ადვილი, ამიტომ სანამ უფროსებთან ფულზე საუბარს გადაწყვეტთ, კარგად შეემზადეთ.

განაგრძეთ კითხვა “როგორ მოვითხოვოთ ხელფასის მომატება?”

როგორ გამოვიყენოთ ონლაინ სესხი სწორად?

fb-ad-01

პირველ რიგში განვმარტოთ, რომ ონლაინ სესხი არის სწრაფი, ონლაინ რეჟიმში გაცემული სესხი. ის არაა სამომხმარებლო, ბიზნეს ან სხვა ტიპის სესხი, არამედ წარმოადგენს ფინანსურ რესურს, რომელიც მომდევნო ხელფასის აღებამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

ონლაინ სესხი სწორი არჩევანია, თუ ფული მხოლოდ რამდენიმე დღით ან კვირით გჭირდებათ. თუ თანხა რამდენიმე თვით ან წლით გჭირდებათ, ონლაინ სესხი არაა შესაფერისი არჩევანი თქვენთვის.

 

სწრაფი სესხი რეკომენდირებულია გამოიყენოთ მოკლევადიანი მიზნებისთვის, მაგალითად:

განაგრძეთ კითხვა “როგორ გამოვიყენოთ ონლაინ სესხი სწორად?”

“მანიშოპ”-ის გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

statement

გვინდა კომენტარი გავაკეთოთ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ონლაინ სესხების რეგულაციებს ეხება. პირველ რიგში, მივესალმებით და ძალიან დადებითად ვაფასებთ პრემიერისა და მთავრობის გამოხმაურებას მოსახლეობის ამ გამოძახილზე.

ჩვენი აზრით, ონლაინ კრედიტები გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და ბაზარი, აუცილებლად, უნდა გახდეს რეგულირებადი.  როგორც ავღნიშნეთ, მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოების მხრიდან წამოსული ნეგატივით, ხოლო ეს ნეგატივი შეიქმნა ბაზარზე არსებული ონლაინ სესხების კაბალური პირობების გამო, როგორიცაა:

განაგრძეთ კითხვა ““მანიშოპ”-ის გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე”

გონივრული “შოფინგი”

shopping

ჩვენ საყიდლებზე სიარულს ხშირად განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მივიჩნევთ. საყიდლებიდან კი, ხდება ხოლმე, რომ სახლში ნაკლებად საჭირო ნივთებით ვბრუნდებით. არადა, გონივრულად “შოფინგი” შესაძლებელია.

შეიძინეთ მხოლოდ თქვენთვის საჭირო ნივთები და პროდუქტები.
“შოფინგის” დროს ალბათ ხშირად აღმოაჩენთ თვალისმომჭრელ ნივთებს, მაგრამ დაფიქრდით სანამ რამეს შეიძენთ, ნამდვილად თუა ამის საჭიროება.
იმისათვის, რომ იმპულსური შენაძენები არ გააკეთონ, ბევრი მყიდველი წინასწარ ადგენს საჭირო პროდუქტების სიას და საყიდლებზეც ამ სიით ხელმძღვანელობს. ამბობენ, რომ ასეთი ადამიანები საუკეთესოდ განაგებენ საკუთარ ფინანსებს.

განაგრძეთ კითხვა “გონივრული “შოფინგი””

კომუნიკაციის პრობლემა სამსახურში

communication

სამსახურში გაუმართავმა კომუნიკაციამ შესაძლოა კომპანიის მუშაობას პრობლემები შეუქმნას. ხშირია კომუნიკაციის პრობლემა საკუთარ თანამშრომლებთან ან უბრალოდ პარტნიორებთანაც კი. შედეგები შეიძლება სავალალო და გამოუსწორებელი აღმოჩნდეს.

  • ეფექტური კომუნიკაციისათვის, მნიშვნელოვანია განივითაროთ მოსმენის კულტურა. ყურადღებით და დაკვირვებით მოსმენის შემთხვევაში, შესაძლებლობა გექნებათ ინფორმაცია უფრო ადვილად დაიმახსოვროთ და შესაბამისად იმოქმედოთ.

განაგრძეთ კითხვა “კომუნიკაციის პრობლემა სამსახურში”

დავამატოთ თუ არა რეზიუმეს ჩვენი ჰობი?

cv-varianti-1

რეზიუმეს შედგენის დროს, ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, დაამატოთ თუ არა თქვენი ჰობიც. თუ კარგად დავფიქრდებით, ეს პოტენციური დამსაქმებლისთვის საინტერესო უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ჰობი სამუშაოს განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მაგალითად თუ თქვენი ჰობი ან ინტერესია:

  • ცურვა, ფიტნესი – ესეიგი, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ.
  • ინტლექტუალური თამაშები – ადვილად შეგიძლიათ მონახოთ პრობლემის გადაჭრის გზები.
  • ფეხბურთი, რაგბი – ხაზს უსვამს თქვენი გუნდური მუშაობის უნარებს.
  • ჭადრაკი – ინტელიგენტი და სტრატეგიული ადამიანი ბრძანდებით.
  • სხვადასხვა წრეებში მონაწილეობა – თქვენს სოციალურ უნარ-ჩვევებზე მიუთითებს.
  • ხელნაკეთი ნივთების დამზადება და კუნილარია – ორივე კრეატიულობასთან გაკავშირებთ.
  • მოგზაურობა – აშკარაა, რომ გსიამოვნებთ სხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა და მათზე ბევრიც იცით.

დამსაქმებლის მოტყუების მიზნით ჰობის ნუ გამოიგონოთ. მუშაობის პროცესში ტყუილი თავს აუცილებლად იჩენს. უმჯობესია იყოთ ის, ვინც ხართ და თქვენთვის უფრო შესაფერისი ადგილი იპოვოთ. და ბოლოს: „შენ არ ხარ რეზიუმე, შენ ხარ შენი შესრულებული სამუშაო.“ – სეთ გოდინი.

რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ფულზე?

jarssss

პატარაობისას, ალბათ ყველამ ვიცოდით, რომ ოჯახში შემოსავლები მუშაობის შედეგად ჩნდებოდა. თუმცა, ნაკლებად გვიფიქრია იმაზე, თუ როგორ ახდენდნენ ჩვენი მშობლები მათ ეფექტურად გადანაწილებას. ბავშვებს გაცნობიერებული არ აქვთ, რომ საჭიროა კომუნალური გადასახადების გადახდა, კვებისა და სხვა ხარჯების დაფარვა.

განაგრძეთ კითხვა “რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ფულზე?”