ბიზნეს ეტიკეტი

business-etiquette

ბიზნეს ეტიკეტი არის პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობისა და ქცევის წესები, რომელიც ცოტათი მაინც განსხვავდება სოციალური ქცევის ეტიკეტისგან. ეტიკეტი მოიცავს ისეთ წესებს, რომელიც ბიზნესის სფეროში თქვენი წარდგენისთვის გჭირდებათ და სამომავლოდ, შესაძლოა დიდი როლი თქვენი ბიზნესის წარმატებაზეც იქონიოს.

 

მწერალი ბარბარა პეჩტერი, საკუთარი წიგნიდან “ბიზნესის საფუძვლები”, რამდენიმე წესს გვიზიარებს:

წესი #1: მნიშვნელოვანია თქვენი სრული სახელი წარმოთქვათ და არა მოფერებითი ან შერქმეული სახელი, როგორც მაგალითად მეგობრები ან ოჯახის წევრები მოგმართავენ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ყურადღება მიაქციოთ სხვებს, თუ როგორ წარმოთქვამენ საკუთარ სახელს.

 

თუ თქვენი სახელი საკმაოდ გრძელია ან გამოსათქმელად ძნელი, ეცადეთ ის შეამოკლოთ და სავიზიტო ბარათზე სწორი გამოთქმით დაწეროთ.

 

წესი #2: წამოდექით მისალმების დროს. ფეხზე წამოდგომა მიუთითებს, რომ თქვენ პიროვნებას პატივს სცემთ. ასეთ შემთხვევაში მას უფრო ამახსოვრდებით. თუ ფიზიკურად დაკავებული ბრძანდებით და ადგომას მართლა ვერ ახერხებთ, ყოველთვის ბოდიში მოიხადეთ ამაზე.

 

წესი #3: საუბრისას აუცილებელი არ არის ხშირად გადაიხადოთ მადლობა, მხოლოდ ორიც საკმაორისია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითებს თქვენს დაუცველობასა და უსუსურობაზე.

 

წესი #4: შეხვედრებისა და გასაუბრებების შემდეგ შეგიძლიათ თითოეულ ადამიანს ცალ-ცალკე გაუგზავნოთ მადლობის წერილი ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ინდივიდუალური წერილების საშუალებით დაამტკიცებთ, რომ თითოეული ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო.

 

წესი #5: გაგიკვირდებათ, მაგრამ ბარბარა პეჩტერის ერთ-ერთი რჩევა გახლავთ ის, რომ თქვენს სტუმარს შეგიძლიათ გაუღოთ კარი და ოთახში მოიპატიჟოთ, მაგრამ არ უნდა გამოწიოთ სკამი დასაჯდომად. ეს მას თავად შეუძლია გააკეთოს. ეხება როგორც ქალს, ასევე, მამაკაცსაც.

 

წესი #6: რესტორანში ვიზიტისას, პური ყოველთვის ნაწილებად გაყავით და პატარა ლუკმებად მიირთვით. ასევე, ნუ ეცდებით ცარიელი თეფშებისა თუ ჭიქების გადაადგილებას, ეს თქვენ საერთოდ არ გევალებათ.

 

წესი #7: ეცადეთ, რომ მენიუ დააბალანსოთ. ბიზნეს ეტიკეტის ეს წესი ნიშნავს იმას, რომ თქვენი სტუმრის მიერ არჩეულ საკვებს შეუთავსოთ თქვენი არჩევანი. ასე, სტუმარი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს.

 

წესი #8: რესტორნის შერჩევისას კარგად მოიძიეთ ინფორმაცია თუ რა უყვარს თქვენს სტუმარს. ასე, ნაკლებ უხერხულობას გამოიწვევთ. ან პირიქით, თუ თქვენი მასპინძელი ვეგეტარიანელია, მაგრამ სტეიკის სახლში გეპატიჟებათ, თქვენ თამამად შეგიძლიათ სტეიკი შეუკვეთოთ. ნიშნავს, რომ თქვენს მიმართ პატივისცემას გამოხატავს.

 

წესი #9: საინტერესოა სუფრაზე საკვებისა და სასმელის განთავსების წესებიც. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი თეფშის მარცხნივ ყოველთვის თავსდება საკვები, ხოლო მარჯვნივ სასმელი.

 

წესი #10: რა თქმა უნდა, მასპინძელი ყოველთვის იხდის რესტორანში ვიზიტის საფასურს.

 

წესი #11: სტუმართან დამშვიდობების ფორმაც მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ ფრაზები: “სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, საუბარი…”, “იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით”, “მოუთმენლად ველოდები კიდევ ერთხელ შეხვედრას”.
რაც მთავარია, არ ინერვიულოთ, თუ შეცდომებს დაუშვებთ.

თქვენ ამ რჩევებს რას დაამატებდით?

Comments

comments