დავამატოთ თუ არა რეზიუმეს ჩვენი ჰობი?

cv-varianti-1

რეზიუმეს შედგენის დროს, ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა, დაამატოთ თუ არა თქვენი ჰობიც. თუ კარგად დავფიქრდებით, ეს პოტენციური დამსაქმებლისთვის საინტერესო უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ჰობი სამუშაოს განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მაგალითად თუ თქვენი ჰობი ან ინტერესია:

  • ცურვა, ფიტნესი – ესეიგი, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ.
  • ინტლექტუალური თამაშები – ადვილად შეგიძლიათ მონახოთ პრობლემის გადაჭრის გზები.
  • ფეხბურთი, რაგბი – ხაზს უსვამს თქვენი გუნდური მუშაობის უნარებს.
  • ჭადრაკი – ინტელიგენტი და სტრატეგიული ადამიანი ბრძანდებით.
  • სხვადასხვა წრეებში მონაწილეობა – თქვენს სოციალურ უნარ-ჩვევებზე მიუთითებს.
  • ხელნაკეთი ნივთების დამზადება და კუნილარია – ორივე კრეატიულობასთან გაკავშირებთ.
  • მოგზაურობა – აშკარაა, რომ გსიამოვნებთ სხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა და მათზე ბევრიც იცით.

დამსაქმებლის მოტყუების მიზნით ჰობის ნუ გამოიგონოთ. მუშაობის პროცესში ტყუილი თავს აუცილებლად იჩენს. უმჯობესია იყოთ ის, ვინც ხართ და თქვენთვის უფრო შესაფერისი ადგილი იპოვოთ. და ბოლოს: „შენ არ ხარ რეზიუმე, შენ ხარ შენი შესრულებული სამუშაო.“ – სეთ გოდინი.

Comments

comments