რა უნდა დავგეგმოთ ახალ 2017 წელს?

money-matters

ყველა ჩვენგანი ახალ წელს გარკვეული გეგმებით და მიზნებით ხვდება. ამ დროს მნიშვნელოვანია ფინანსები სწორად გადავანაწილოთ, რომ თანხა იმაზე მეტი არ დავხარჯოთ, რაც გათვალისწინებული გვქონდა. ამიტომ, კარგი იქნება თუ თქვენს მიზნებს წლის დასაწყისში ჩამოწერთ და მისი განხორციელებისთვის ყოველდღიურად მცირე ნაბიჯს მაინც გადადგამთ.

 

თუ თქვენი მიზნები უკვე სწორად განსაზღვრეთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება გამოგრჩათ რამე, მაგალითად:

  1. მოგზაურობა – რამდენი კუთხეა საქართველოში, რომელიც ჯერ არც კი გინახავთ? დაიწყეთ მშობლიური ქვეყნით, ფინანსურად და სანახაობრივადაც ნამდვილად მოგებული დარჩებით.
  2. საცხოვრებელი ადგილის გაუმჯობესება – რემონტი ან ახალი ბინის შეძენა თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ.
  3. კარიერაზე ზრუნვა – საუკეთესო ფინანსური ინვესტიცია საკუთარი პერსონალური და პროფესიული უნარების განვითარებაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე აუცილებლად გამოგადგებათ. პროფესიული ინვესტიცია არ ნიშნავს მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლას ან ტრენინგების გავლას. თქვენი ინვესტიცია შესაძლოა წიგნებისთვის გამოიყენოთ. დაისახეთ მიზნად, თუ რამდენ წიგნს წაიკითხავთ 2017 წელს, მათ შორის პროფესიულს.
  4. ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ჯანმრთელობა წლის ყველა დროს მნიშვნელოვანია. იქნებ დადგა დრო თქვენც იზრუნოთ ამაზე? დაიწყეთ ვარჯიში და მიჰყევით ჯანსაღი ცხოვრების წესს. 2017 წლის ბოლოს კი განსხვავება ფოტოზე აღბეჭდეთ, შედეგი ნამდვილად გაგაბედნიერებთ.

 

მიზნის მისაღწევად შესაძლოა რთული გზის გავლა დაგჭირდეთ, მაგრამ მთავარია მოტივაცია და ფინანსების სწორად გადანაწილება. ბედნიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ!

Comments

comments