როგორ გამოვიყენოთ ონლაინ სესხი სწორად?

fb-ad-01

პირველ რიგში განვმარტოთ, რომ ონლაინ სესხი არის სწრაფი, ონლაინ რეჟიმში გაცემული სესხი. ის არაა სამომხმარებლო, ბიზნეს ან სხვა ტიპის სესხი, არამედ წარმოადგენს ფინანსურ რესურს, რომელიც მომდევნო ხელფასის აღებამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

ონლაინ სესხი სწორი არჩევანია, თუ ფული მხოლოდ რამდენიმე დღით ან კვირით გჭირდებათ. თუ თანხა რამდენიმე თვით ან წლით გჭირდებათ, ონლაინ სესხი არაა შესაფერისი არჩევანი თქვენთვის.

 

სწრაფი სესხი რეკომენდირებულია გამოიყენოთ მოკლევადიანი მიზნებისთვის, მაგალითად:

  • ხელფასამდე სულ 1 კვირა გაშორებთ, მაგრამ საახალწლო ფასდაკლებები უკვე დაწყებულია.
  • დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, მხოლოდ უქმეებზე შეგიძლიათ საყიდლებზე წასვლა, ხელფასი კი მომდევნო სამუშაო დღეებში გერიცხებათ.
  • თქვენი ახლობლის დაბადების დღე დღესაა, ხელფასის ჩარიცხვას კი მომდევნო 5 დღეში ელოდებით.

 

სწრაფი ონლაინ სესხის მიღება ასეთ შემთხვევებში თქვენთვის მომგებიანი „სასწრაფო ფინანსური დახმარება“ იქნება.

 

რაც მთავარია, სესხის ოდენობის შერჩევის დროს, გაითვალისწინეთ, რომ სესხის ვალდებულება თქვენი შემოსავლის მაქსიმუმ  50%-ს უნდა შეადგენდეს. ამ შემთხვევაში, უფრო მარტივად შეძლებთ ვალდებულების გადახდას და ხელფასიდან გარკვეული თანხაც დაგრჩებათ. რეკომენდირებულია, რომ ხელფასის ჩარიცხვისთანავე, პირველ რიგში ფინანსური ვალდებულება დაფაროთ.
გახსოვდეთ, რომ მოკლევადიანი ონლაინ სესხის აღებას თუ აპირებთ, ამ კუთხით MoneyShop საუკეთესო პირობებს გთავაზობთ.

Comments

comments