“მანიშოპ”-ის გამოხმაურება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე

statement

გვინდა კომენტარი გავაკეთოთ პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ონლაინ სესხების რეგულაციებს ეხება. პირველ რიგში, მივესალმებით და ძალიან დადებითად ვაფასებთ პრემიერისა და მთავრობის გამოხმაურებას მოსახლეობის ამ გამოძახილზე.

ჩვენი აზრით, ონლაინ კრედიტები გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს და ბაზარი, აუცილებლად, უნდა გახდეს რეგულირებადი.  როგორც ავღნიშნეთ, მთავრობამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოების მხრიდან წამოსული ნეგატივით, ხოლო ეს ნეგატივი შეიქმნა ბაზარზე არსებული ონლაინ სესხების კაბალური პირობების გამო, როგორიცაა:

 

  • მაღალი საპროცენტო განაკვეთი  – როგორც მთავრობამ ახსენა, ონლაინ სესხების ბაზარზე წლიური საპროცენტო განაკვეთი ზოგჯერ 700 და 800 %-ს  აჭარბებს. ეს იმიტომ ხდება, რომ სტანდარტული საპროცენტო განაკვეთის გარდა არის გადავადების საკომისიო, ვადაგადაცილებულ სესხზე ძალიან მაღალი ჯარიმა. აქედან გამომდინარე, საერთო ჯამში „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ გამოდის კაბალური (მაგალითად, შეიძლება გსმენიათ ადამიანებისგან, როდესაც 2 თვით გადახდის დაგვიანების გამო, 500 ლარის ოდენობის სესხის ნაცვლად, საბოლოოდ 3000 ლარის გადახდა უწევთ). მსგავსი საპროცენტო განაკვეთი ყოვლად მიუღებელია.  “მანიშოპ” -ს არ აქვს არანაირი ფარული ხარჯი, გადავადების საკომისიო და რაც მთავარია, არ აქვს ჯარიმა.

 

  • დაუსაქმებელ ადამიანზე სესხის გაცემა –  პიროვნებას, რომელიც არ არის დასაქმებული, არ აქვს მინიმალური შემოსავლის წყარო და არ არის გადამხდელუნარიანი, ნამდვილად არ უნდა  მიუწვდებოდეს ხელი სასესხო ვალდებულებების აღებაზე.
  • სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში პროცენტის  დარიცხვის გაგრძელება.

კლიენტისადმი ასეთი მიდგომა “მანიშოპ”-ისათვის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია. როდესაც პიროვნება კარგავს სამსახურს, საფინანსო ინსტიტუტი ვალდებულია შეუჩეროს პროცენტის დარიცხვა, ხოლო დღევანდელ რეალობაში, საქართველოში არსებული ონლაინ სესხების კომპანიების უმეტესობა პროცენტის დარიცხვასთან ერთად, ჯარიმის დარიცხვასაც კი არ წყვეტენ. სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტს უნდა შეუჩერდეს პროცენტის დარიცხვა და ძირი თანხის გადახდა მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული გრაფიკით უნდა მოხდეს.

  • სესხების არაპროპორციულად გაცემა  –  შემთხვევა, როდესაც კლიენტის სასესხო ვალდებულება 200-300 %-ით აღემატება მის თვიურ ხელფასს, ყოვლად დაუშვებელია. ჩვენი ხედვით, მომხმარებლის მაქსიმალური ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს მისი ყოველთვიური შემოსავლის (ხელფასი) 50%-ს.  როგორც უკვე ავღნიშნეთ, მომხმარებელი უნდა იყოს აუცილებლად გადამხდელუნარიანი.
  • იდენტიფიკაცია – შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახის წევრი სესხს იღებს მეორე ოჯახის წევრის სახელზე, ან ერთი თანამშრომელი მეორე თანამშრომლის სახელზე და ა.შ. სამწუხაროდ, პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირია მსგავსი ტიპის შემთხვევები.

ყოველივე ზემოაღნიშნული პირობები იწვევს საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას ონლაინ სესხების მიმართ. ჩვენი გუნდი მიესალმება ონლაინ სესხების მიმართ რეგულაციების შემოღებას და რა თქმა უნდა, ვეთანხმებით იმას, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა აკონტროლოს ყველა ზემოაღნიშნული პირობა.

რეგულაციების შემოღებით ბაზარზე გაჩნდება ჯანსაღი კონკურენცია, ხოლო კონკურენტული გარემო კი დადებითად მოქმედებს მომხმარებელზე. რეალურად, ბოლო 5 წლის განმავლობაში პროცენტის რადიკალური შემცირება არ ფიქსირდება, რაც სწორედ არაკონკურენტული გარემოს ბრალია.

“მანიშოპ”-ის ბიზნეს მოდელი განსხვავებულია დანარჩენი ონლაინ სესხების კომპანიებისგან. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული კაბალური პირობებიდან არცერთი არ შეესაბამება ჩვენს პირობებს. ასევე ავღნიშნავთ, რომ

“მანიშოპ”-ის მომხარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სასურველი ოდენობის თანხა (ლიმიტის ფარგლებში) მომენტალურად 24/7-ზე.

Comments

comments