თანხის დაზოგვის 3 მარტივი გზა

რა არის თქვენი მიზანი 2017 წელს? მანქანის ან ბინის შეძენა, განათლებაზე ზრუნვა თუ უბრალოდ კარგად დასვენება? ალბათ, აცნობიერებთ, რომ ნებისმიერი მათგანის განხორციელებას გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება. კარგი იქნება, თუ მიზნის მისაღწევად თქვენი ყოველთვიური შემოსავლიდან გარკვეულ თანხას დაზოგავთ. საბოლოო ჯამში კი, შესაძლოა მიზნის მისაღწევად ძალიან მცირე თანხის დამატება დაგჭირდეთ.

  1. აღრიცხეთ თქვენი ყოველთვიური ხარჯები

სანამ მიზანს დაისახავთ, დაფიქრდით რამდენია თქვენი ყოველთვიური ხარჯები: კომუნალური გადასახადები, კვების, გართობის, ტრანსპორტის ან განათლების თანხა. თქვენი მიზანი ფინანსურად გაზომვადი გახადეთ. ასევე, დათვალეთ ყველა ის საკომისიო თუ დამატებითი ხარჯი, რომელიც ბანკომატის, ბანკის ან სხვა ორგანიზაციისგან ყოველთვიურად ავტომატურად გაკლდებათ.

 

  1. შეამცირეთ თქვენი ყოველდღიური ხარჯები

დაფიქრდით, იქნებ მარტივად შეძლოთ ყოველდღიური ზედმეტი ხარჯების შემცირება? გახსოვდეთ, რომ დასახული მიზნის განხორციელება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ამიტომ, თუ თქვენი სურვილის ასახდენად თანხა არ გყოფნით, დროებით ფუფუნების საგნებსა და ძვირადღირებულ ლანჩს დაემშვიდობეთ.

 

  1. გახსენით დანაზოგისთვის სხვა ანგარიში.

ყოველი თვის დასაწყისში გარკვეული მიზნისთვის განკუთვნილი თანხა სხვა ანგარიშზე გადაიტანეთ. ასე უფრო გაგიადვილდებათ დანაზოგი მარტივად შეინახოთ და შემთხვევით არ ‘შემოგეხარჯოთ”. შეეცადეთ, რომ თქვენი გონება განაწყოთ, ისე რომ ეს ანგარიში საერთოდ არ არსებობს.
თუ ყველა ზემოაღნიშნული პირობა შეასრულეთ და დანაზოგი მაინც არ გყოფნით, შესაძლოა მცირე თანხის დამატება დაგჭირდეთ. დასაქმებულ პირებს “მანიშოპი” მოკლევადიან სესხს საუკეთესო პირობებით გთავაზობთ. ამ შემთხვევაშიც, კარგად განსაზღვრეთ თქვენი შემოსავალი და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, რამდენად შეძლებთ აღებული ფინანსური ვალდებულების გადახდას. “მანიშოპი” წარმატებებს გისურვებთ!

Comments

comments