გონივრული “შოფინგი”

shopping

ჩვენ საყიდლებზე სიარულს ხშირად განტვირთვის საუკეთესო საშუალებად მივიჩნევთ. საყიდლებიდან კი, ხდება ხოლმე, რომ სახლში ნაკლებად საჭირო ნივთებით ვბრუნდებით. არადა, გონივრულად “შოფინგი” შესაძლებელია.

შეიძინეთ მხოლოდ თქვენთვის საჭირო ნივთები და პროდუქტები.
“შოფინგის” დროს ალბათ ხშირად აღმოაჩენთ თვალისმომჭრელ ნივთებს, მაგრამ დაფიქრდით სანამ რამეს შეიძენთ, ნამდვილად თუა ამის საჭიროება.
იმისათვის, რომ იმპულსური შენაძენები არ გააკეთონ, ბევრი მყიდველი წინასწარ ადგენს საჭირო პროდუქტების სიას და საყიდლებზეც ამ სიით ხელმძღვანელობს. ამბობენ, რომ ასეთი ადამიანები საუკეთესოდ განაგებენ საკუთარ ფინანსებს.


დაიწყეთ ფულის შეგროვება დღესვე.
ყოველთვიური შემოსავლიდან მცირე თანხის გადადება ფულის შენახვის უნარს გამოგიმუშავებთ. წარმოიდგინეთ, თუ როგორი სასიამოვნოა დაგროვილი ფულის გამოყენება რაიმე მართლაც სასარგებლო და მნიშვნელოვანისთვის.

ნუ დახარჯავთ ზედმეტ თანხებს კვებაში.
გემრიელი საკვები ფულის ხარჯვის ცდუნების ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გშიათ და გგონიათ, რომ რაც კი დახლზე აწყვია ყველაფერის მირთმევა შეგიძლიათ.

დაკმაყოფილდით არსებულით.
როგორც ხედავთ, ყველა მწარმოებელი კომპანია ყოველწლიურად ყველაფრის განახლებულ ვერსიას გთავაზობთ. დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, თუ ნივთი ჯერ კიდევ გამოყენებადია.

გამოიმუშავეთ მოთმინების უნარი.
მოუთმენლობა ერთ-ერთი პირველი მიზეზია ფულის უმიზეზოდ ხარჯვის დროს. ყველა სეზონზე, კოლექციის განახლებამდე, მაღაზიებში ფასდაკლებები ყოველთვის იწყება. მოითმინეთ, იქნებ თქვენთვის სასურველი სამოსი 50%-ით ან 70%-ით უფრო ნაკლებ ფასად შეიძინოთ.

Comments

comments