რა უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ფულზე?

jarssss

პატარაობისას, ალბათ ყველამ ვიცოდით, რომ ოჯახში შემოსავლები მუშაობის შედეგად ჩნდებოდა. თუმცა, ნაკლებად გვიფიქრია იმაზე, თუ როგორ ახდენდნენ ჩვენი მშობლები მათ ეფექტურად გადანაწილებას. ბავშვებს გაცნობიერებული არ აქვთ, რომ საჭიროა კომუნალური გადასახადების გადახდა, კვებისა და სხვა ხარჯების დაფარვა.

ფსიქოლების რჩევას თუ გავითვალისწინებთ, 3-5 წლის ასაკში ბავშვი ლოდინს უნდა მივაჩვიოთ. მივახვედროთ, რომ მისთვის ყველა ნივთი თუ სათამაშო ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის და სასურველი ნივთის შესაძენად ჯერ ფულის გამომუშავებაა საჭირო.

5-6 წლის ასაკში უკვე შეგიძლიათ ბავშვს ფულის გადანაწილება ასწავლოთ. მაგალითად, აიღეთ სამი ყულაბა წარწერებით: “შეგროვება”, “ხარჯვა” და “დახმარება”. ჰკითხეთ რა არის მისი ოცნება და აუხსენით, რომ “შეგროვები”-ს ყულაბის დახმარებით საკუთარი ოცნების ახდენა შეუძლია.

6-10 წლის ასაკში უკვე შესაძლებელია შვილს მცირე თანხა მისცეთ, რომელსაც თავად განკარგავს. ამით ბავშვი პირველ გამოცდილებებს მიიღებს, თუ როგორ მიიღოს გადაწყვეტილებები ფულთან დაკავშირებით.

თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ფულზე საუბარიც სასარგებლო არ არის. ფული საშუალებაა და არა მიზანი. ასევე, ბავშვს ფულს ან რაიმეს შეძენას თხოვნის შესრულების სანაცვლოდ ნუ დაპირდებით. ერთმანეთის მხარდაჭერა უანგაროდაც უნდა შეგვეძლოს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, რა და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ფულზე?

Comments

comments